- მეკობრეების ამბები (ნამდვილი ამბავი)
ჰორიზონტზე გემი შევნიშნეთ, არც კი მახსოვს პირველმა თუ ვინ დაინახა. სხვებთან ერთად მეც მოაჯირზე გადაყუდებული გემს გავცქეროდი რომელიც ძალიან პატარა ჩანდა. რა ფერის დროშაა? ვკითხე ჭოგრიტიან მეზღვაურს და ჰორიზონტს უდარდელად გავხედე. ჯერ ვერ ვარჩევ, მიპასუხა მან, რაღაც ერთი ფერისაა.. მალაიზიურს არ ჰგავს, იმიტომ რომ ზოლები არა აქვს. ბუტბუტებდა თავისთვის, არც იაპონურს ჰგავს... თეთრი არ არის წითელი მზესაც ვერ ვხედავ.. აი აი ახლა გავარჩევ მოიცა გავასწორო ფოკუსი.. თქვა მეზღვაურმა და... ამაყად დაიძახა: შავია!!
(...გაგრძელება)
- კარების ზღვის კაპიტანი (ზღაპარი)
...ყველანი ადგილებზე! თაგუნა გიბრძანებ ღილაკს დააწვე! დაიყვირა კაპიტანმა, გახარებულმა თაგუნამაც არ დააყოვნა და მთელი ძალით ღილაკს დააწვა, მოტორი ათუხთუხდა, და ყვითელი გემი წყლის ზედაპირზე გასრიალდა, კაპიტანმა გეზი კარებისკენ აიღო.
- ეჰეეჰეი კარების ყურეში შევდივართ, კარების ზღვაში.... ყვიროდა გახარებული გოჭი
- რა სინარნარეა! გრაცია! ჰარმონიააა ყვიროდა ანძაზე მოფრიალე გშარფი!
- მე ნამდვილი კაპიტანი ვარ! მხიარულად გაჰყვიროდა გოჭი.
- კიდე მიბრძანე რამე! წრიპინებდა გახარებული თაგუნა.
- კაპიტანო! დაიყვირა უცებ შარფმა
(სრულად)
- ოქროს თევზი-2 (ნამდვილი ამბავი)
გახარებული ვეცი ანკესს და მოფართხალე თევზი დავიჭირე, საწყალს ნემსკავი მთლიანად გადაეყლაპა, მე როგორც ბაბუმ მასწავლა სწორედ ისე მოვუჭირე ხელი ლაყუჩებზე პირი გავაღებინე და თევზს ანკესი მოვაშორე. ის ის იყო ბაბუსკენ უნდა გავქცეულვიყავი რომ.. თევზმა ამოიხვნეშა.
მოულოდენლობისაგან ადგილზე გავქვავდი.. არ ვიცოდი თუ თევზები ხვნეშოდნენ.. გავიფიქრე ჩემთვის.
- ეჰ შენ ისე მაგრად მიჭერ, მალე კვნესასაც დამაწყებინებ. მითხრა თევზმა და საწყლად ამომხედა.
(სრულად)
- მონადირე და მაიმუნი (ზღაპარი)
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მარტოხელა მონადირე. მონადირეს დედ-მამა ადრე ისე დაეხოცა რომ მისთვის გლანდების ამოჭრაც კი ვერ მოასწრეს, მონადირე მარტო ცხოვრობდა და თავს ნადირობით ირჩენდა. ერთხელაც ჩვეულებისამებრ მონადირემ მშვილდისარი მხარზე მოიგდო ხანჯალი წელზე შემოირტყა, შეკაზმა ცხენი და რომ მოახტა ვერ მოზომა და ბრაგვანი კი მოადინა მეორე მხარეს, მაგრამ არ დაიმჩნია, თუმცა ირგვლივ მაინც არვინ არ იყო.
(გაგრძელება)
- მხიარული ბალიშის ზღაპარი (ზღაპარი)
- ეჰეი! ამის დაძახებაღა მოასწრო ჰაერში ამოტრიალებულმა ბალიშმა და საბანს დაემხო. მხიარული დილა იდგა, საძინებელში ფანჯარა გაეღოთ და საწოლს ალაგებდნენ.
- რა ეჰეი? ამოიბუზღუნა საბანმა რომელსაც კუთხეები გაუსწორეს.
- მიხარია დილის დადგომა, შესძახა ბალიშმა, მთელი ღამე მე რომ მემხობით თავზე დღისით ერთ-ორს მითაქებენ და ახლა უკვე მე ვარ თქვენზე წამოჭიმული.
- ჰო და იყავი მანდ ჩუმად, ნუ ხმაურობ! სადღაც ქვევიდან გაისმა საწოლზე გადაჭიმული ზეწრის მოგუდული ხმა
(გაგრძელება)
- იროდის თავგადასავალი (ზღაპარი)
- აჰაა! სანამ შემჭამ სამაგიეროს მიხდი? გაცეცხლებულმა იროდიმ კიდვ ერთხელ ჩაცხო ზვიგენს ცხვირში. ზვიგენს რაღაცნაირი კეთილი სახე ჰქონდა და თვალები ცრემლებით აევსებოდა ალბათ წყლით რომ არ ჰქონოდა სავსე.. მამალი ისევ ჩაიძირა და ნელ ნელა ფსკერისკენ წავიდა, ზვიგენმა წყლის ქვეშ წრე დაარტყა და იროდის ახლა ქვევიდან უბიძგა და ისევ წყლის ზედაპირზე ამოაგდო, იროდიმ ჰაერი ჩაისუნთქა და ის ის იყო კიდე აპირებდა ზვიგენისთვსი ცხვირში მუშტის ჩარტყმას რომ, გაცეცხლებული ზვიგენი ამოვარდა წყლის ზედაპირზე და გამწარებულმა დაიღრიალა:
- მაცლი შე უტვინო გადარჩენას თუ გინდა აქ დაიხრჩო ან ბოროტი ზვიგენების ლუკმა გახდე? იროდი წყლის ზედაპირზე ფართხალებდა თან ყვიროდა:
- კი მაგრამ შენ კეთილი ზვიგენი ხარ? რატომ გინდა გადამარჩინო?
- მე დელფინი ვარ შე უტვინო შენა, დელფინმა კუდი ღონივრად მოიქნია და მამალს ისე ამოჰკრა რომ ჰაერში ააგდო...
(სრულად)
- ე (ზღაპარი)
- აბა შენი ფეხით მოიწი ტრაბახავ! ემ სახელოში ჩაყვინთა და წვიმის წვეთის მიმართულებით რამდენიმე ნაკეცით ზევით ამოძვრა.. წვეთს შეხედა ისევ ჩაძვრა სვიტერის ნასვრეტებში და მოშორებით ამოძვრა.
- კი ასე უფრო სწრაფად მოხვალ ჩემთან სულელო დიდთავა, მოდი გვერდზე დამიჯექი ერთმანეთს ამბები მოვუყვეთ.. მერე მეგობრულად გულში ჩაგიკრავ, რომ ცოტა ხანი თვალების მეტი ვერაფერი ამოძრაო! კარგ ხასიათზე დამდგარი წვიმის წვეთი ბოროტად ხითხითებდა.
(სრულად)
- ჭრიალა ქალაქი
ჭრიალა ქალაქში მხოლოდ ხეები ცხოვრობენ. ისინი აქ იზრდებიან, საუბრობენ და თქვენ წარმოიდგინეთ ბუზღუნებენ კიდეც ხანდახან. ამ ქალაქში პატარა პალმა კარიოტა ცხოვრობს მართალია ის ლამაზი და საყვარელია მაგრამ ხშირად აბეზრებს ხოლმე მეზობელ ევკალიპტის ხეს თავს.
- შენ ფიჭვი ხარ! ასძახა კარიოტამ ევკალიპტის ხეს და საყვარლად გაუღიმა.
- გაზაფხულმშვიდობისა კარიოტა! მხიარულად ჩამოსძახა ევკალიპტის ხემ.
(სრულად)
skip to main |
skip to sidebar


